"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენა და ამ მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ მიზანმიმართულ პოლიტიკას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა ვიზის ლიბერალიზაციისთვის. დღეს საუბარია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ“,-განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიას ძალიან უხარია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია ინტერესით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი პარტიის საარჩევნო სია ჯერ არ არსებობს და შესაბამისად, არც ის შეეფერება სიმართლეს, რომ პარტიის საარჩევნო სიაში „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკოლოზ რამიშვილია.
გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატივსაცემად, ფედერალურ კანცელარიაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.
„გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს“, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე.
ივლისში, NATO-ს ვარშავის სამიტზე, ჩვენ მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრაცია გვჭირდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.