„ბიძინა ივანიშვილის გზა მიდის ერთადერთი მარშრუტით, პირდაპირ ხალვაშის მიერ აშენებულ გლდანის ციხეში“, - აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში „ლეიბორისტული პარტიის’ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
„ვიცოდი, რომ რეჟიმს თვითმკვლელობაზე აქვს კურსი აღებული. არავინ დემოკრატიულ სამყაროში არ მისცემს უფლებას პატარა ქვეყნის ფაქტიურ თუ არაფაქტიურ ლიდერს, საკუთარ ჭკუაზე შეცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და ისე იგრიალოს, როგორც უნდა“ - აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში „ლეიბორისტული პარტიის’ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
ქართულ მართლმსაჯულებაში „მურუსიძის ვირუსის“ აღმოფხვრის აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტიკური მოძრაობის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშს მიმართავს და ურჩევს „ვაჟკაცობისა და სამშობლოს სიყვარულის“ გამოჩენას.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მის მიერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოყვანილი კადრების დიდი ნაწილი სააკაშვილის რეჟიმის დროს ბიზნესმენებისთვის ქონებების ჩამორთმევის პროცესში იყვნენ ჩართული.
ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ ხელისუფლების სამიზნე მისი პოპულარულობიდან გამომდინარე გახდა. მისი თქმით, აღნიშნული ტელევიზიის ხელჩი ჩაგდების მიზანი ისაა, რომ ხელისუფლებამ შეძლოს იმ გაფილტრული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რაც მას უნდა.
”ნაციონალურმა მოძრაობამ” ადიგენი-ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატად ვაჟა ჩიტაშვილი, ხოლო ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატად ტარიელ ლონდარიძე წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე შემოსავლების სამსახურს პასუხობს.
პოლიტიკური მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა და მათ პარტიის სამომავლო გეგმები და ყველაზე აქტუალური პრობლემების კონკრეტული გადაჭრის გზები გააცნო.
საჩხერეში "რესპუბლიკური პარტიის" 20-მდე წევრმა პარტია დატოვა. ისინი "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" უერთდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.