საქართველოს მთავრობამ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება მოიწონა. აღნიშნული საკითხი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.
2015 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის, პრემია-დანამატები, 2014 წელთან შედარებით 681 500 ლარით შემცირდა, -აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გულორდავამ გააკეთა.
'ამ ბოლო დროს საკმაოდ უარყოფითი მესიჯები მოდის დასავლეთიდან, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ინსტრუმენტი აქვს გავლენის მოსახდენად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გზავნილები არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება და დასავლური სტანდარტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია," აღნიშნული განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გააკეთა.
რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაათავისუფლა, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
”რესპუბლიკური პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი თამაზ მეჭიაურის მიერ პარტიის დაფუძნების თაობაზე კომენტარს აკეთებს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ივანიშვილის ინტერვიუ ფაქტობრივად, ჩაიშალა, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გააკეთა. იგი მიიჩნევს, რომ "ამ ყველაფრის გამო დასასჯელია ივანიშვილის პრესცენტრი, რომელმაც არასწორად დაგეგმა ინტერვიუ".
როგორც ჩანს, თამაზ მეჭიაური თვლის, რომ ცალკე უნდა გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა და ეს მისი გადასაწყვეტია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 10 ივნისს იმსჯელებენ. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღებას დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარება უშლის ხელს.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს, თუმცა ჩვენ მაინც ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, - აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.