ბერლინში მიმდინარე ეუთოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ვიცე–პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა საქართველო–გერმანიის ურთიერთობების განვითარებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზად რამდენიმე დღის წინათ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა.
ე.წ. კაბელების საქმე ძალიან ჰგავს “ფოტოგრაფების საქმეს“, რომელიც, იცით, როგორც დამთავრდა - იმედი მაქვს, ეს საქმეც ასე დამთავრდება, - განაცხადა “რესპუბლიკელმა“ დეპუტატმა, ლევან ბერძენიშვილმა.
პოლიტიკური მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” პირველ ყრილობას 28 მაისს გამართავს. ორგანიზაციის ცნობით, ყრილობა ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
"ის რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით არის სრულიად მიუღებელი. ეს იყო ფორსირებულად მიღებული ცვლილებები", - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.
თუ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს შეიწყალებს, ბიძინა ივანიშვილსაც უნდა გადავუხადოთ მადლობა, ხალხო, იმიტომ რომ იმან დანიშნა მარგველაშვილი, - თამაზ მეჭიაური.
„ქართული ოცნების" გარდა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან რაიმე ტიპის კონსულტაციებს არც კი განვიხილავ, ვარ გუნდის წევრი და ვიქნები თუ არა ისევ მაჟორიტარი დეპუტატი, მაინც დავრჩები გუნდის წევრად. მე არ ვარ მოთამაშე და აქეთ-იქეთ გადამხტომი, თუ არ ვიქნები მაჟორიტარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე სხვაგან უნდა წავიდე," აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ვიქტორ ჯაფარიძემ გააკეთა.
„ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები არ მქონია, თუმცა, გუნდის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აუცილებლად ვიყრი კენჭს პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატად საკანონმდებლო ორგანოში“, - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ვიქტორ ჯაფარიძემ გააკეთა.
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტი ჯერ არ მიმიღია და იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ გამოიკვლია, თუ რა თანხებს იღებდნენ პოლიტიკური სუბიექტები სააკაშვილის მმართველობის ბოლო, კონკრეტულად კი, 2008-2012 წლებში, მათ შორის რა ოდენობის იყო მაშინდელი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება და რამდენად შეიცვალა ამ მხრივ მდგომარეობა 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.