თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ფრაქცია „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში იანოშ ჰერმანი ე.წ. კაბელების საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის საქმიანობაში არ შედის სასამართლო პროცესებზე მითითებები გააკეთოს.
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლა სერიოზული ამბავია. ის ძალიან საინტერესო პოლიტიკურ გუნდს აკეთებს. იმედი მაქვს, რომ ის "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალებსაც" სერიოზულ კონკურენციას გაუწევს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
დედაქალაქის საკრებულოში, სადაც თბილისის მერი დავით ნარმანია მოხსენებით გამოდის, სხდომა განახლდა.
”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პრემიებსა და დანამატებზე საუბარი უხერხულია, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
უძველესი დროიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირები და ვფიქრობ, რომ ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტი არის კარგი შესაძლებლობა კიდევ უფრო გავამყაროთ თანამშრომლობა ენერგეტიკული კუთხით, - აღნიშნული სიტყვებით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა.
"მოვიდა ვიღაც ბიჭი, ხელში უჭირავს მობილური და პასუხებს მთხოვს რაღაცაზე. მე ვუთხარი, რომ ტელეფონზე ვსაუბრობდი და დამლოდებოდა. გამიჭირა საქმე, თითქმის მანქანაში შემომიხტა და მეკითხებოდა ლგბტ-ების შესახებ, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებისას. მან აღნიშნა, რომ მასთან მისულ ბიჭს მედიის წარმომადგენლის დამადასტურებელი არაფერი ჰქონდა.
პარტია „მემარცხენე ალიანსი“ საკუთარ შეფასებას უკეთებს „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დაანონსებულ აქციას, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფი რესპუბლიკური პარტიაც უერთდება და ამით იგი თავის თავს უპირისპირდება.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევს და გამომცემლობების პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.
"არაერთხელ გავეცი პასუხი კითხვაზე - ამ ცხრა წლის განმავლობაში რატომ არ ვაპროტესტებდით ამ ყველაფერს. ყოველთვის ვაპროტესტებდი იმას, რაც გასაპროტესტებლად მიმაჩნდა, - ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.