პოლიტიკა

”ეროვნული ფორუმი“ საქართველოს პრეზიდენტს ე. წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების თხოვნით მიმართავს. როგორც „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის იურისტებისა და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დამდგარი განაჩენი მსჯავრდებულთა უდანაშაულობას უფრო მიანიშნებს, ვიდრე მათ ბრალეულობას.

სრულად...

"პრემიერ-მინისტრმა ხიდაშელის ხასიათის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს რა და როგორ გააკეთოს? ეს კვირიკაშვილის მხრიდან სისუსტის პირდაპირი გამოვლინებაა, და მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ მას ძალაუფლების ავტონომიის არაფერი გაეგება," აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გაზეთ "რეზონანსთან" საუბრისას გააკეთა.

სრულად...

"ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი, საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში და, რა თქმა უნდა, სტუდენტებთან მეტი მუშაობა, - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და ამით, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით.

სრულად...

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ჩემი განწყობა არის უარყოფითი", აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში, ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სტუმრობისას გააკეთა. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ კონკრეტული ვერდიქტი მხოლოდ მას შემდეგ იქნება გამოტანილი, როცა კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივა.

სრულად...

ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ე.წ. „კაბელების საქმეზე“ პროკურატურამ ძიება მის წინააღმდეგ გააგრძელოს. ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა. ალასანია ივანიშვილს ურჩევს, 5 უდანაშაულო პირის ნაცვლად თვითონ დააპატიმროს.

სრულად...

თამაზ მეჭიაური უახლოეს მომავალში საზოგადოებას ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარუდგენს. დეპუტატმა აღნიშნა,რომ უკვე გარკვეული მონახაზი აქვს მისი ახალი პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით.

სრულად...

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასვლა მასზე ზეწოლას უკავშირდება.

სრულად...

საკანონმდებლო ორგანო ახალ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე მუშაობს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დემოგრაფიული პოლიტიკა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 

სრულად...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოება დაიწყო - საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში დღეს საფუძველი ჩაეყარა ტრანს-ადრიატიკის (TAP) 800 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობის დაწყებას, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირების მარშუტის შერჩევას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. 

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დედაქალაქის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი