პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს guardian.ge ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით შეეხმიანა, თუმცა ხმალაძემ - guardian.ge- სთან საუბარში განაცხადა, რომ საქმეს არ იცნობს და კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებული აქვს.
20 წლის წინ, მაშინდელი პრეზიდენტების, ჰეიდარ ალიევის და ედუარდ შევარდნაძის მხრიდან, მიღებული იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთ (ბაქო-სუფსა) ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე.
პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო „ბაქო-სუფსას ენერგეტიკული დერეფნის“ 20 წლის იუბილე, რომელიც გახდა საფუძველი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა, - ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან.
ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, - აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გააკეთა.
"არასწორია, როდესაც ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ" - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ გააკეთა.
"4 წელი გავიდა და ვზეიმობთ, რომ დავამარცხეთ "ნაციონალური მოძრაობა" და რას მივაღწიეთ ამით?! ვერაფერს... ეს უნდა მორჩეს, მაგრამ ამას ვერ ხვდებიან ისინი, ვინც თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ და მე ყველაზე მეტად იმიტომ მიტევენ, რომ თურმე პოლიტიკოსი არა ვარ, - აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
„გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები, თუ რამდენად იყო აუცილებელი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებების მიღება", - აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გააკეთა.
"ამ კვირიდან დავიწყებთ აქტიურობას, უამრავ ახალ სახეს ნახავთ ჩვენს რიგებში, პროფესიონალ და გონიერ ადამიანებს, თვის ბოლოს კი ყრილობა გვექნება, - აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
„გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება საკრებულოში, სადაც ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რაზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი“, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.