ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს წვერი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. მიხეილ ჯანელიძე გაეროში ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრებს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტი და პრემიერი შეთანხმდებიან.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება პარტიებისთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნისთვის.
შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეების და დაზვერვის კომიტეტების წევრი, სენატორი ჯეიმს რიში "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ იმის გამო, რომ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსეთს დასავლეთმა სანქციები არ დაუწესა, დღეს რუსეთი გაცილებით აგრესიული ქვეყანაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგს 19-21 აპრილს ეწვევა.
”რესპუბლიკური პარტიის” სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია 25-მდე წევრმა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ადასტურებს.
ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ - ევროპულ დემოკრატიაში არ არსებობს სამ თვეზე მეტი წინასაარჩევნო პერიოდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის მოტივირებული შენიშვნები არჩევნების თარიღის შესახებ გამოცემულ განკარგულებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.
დედაქალაქის მერია, ეკონომიკის სამინისტრო და ძალოვანი უწყებები - ეს ის სამთავრობო სტრუქტურებია, რომელებიცვ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ვლადიმერ პაპავას განცხადებით, მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ლობირებდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.