განხორციელდა უკანონოდ ხელმოწერილი უკანონო ხელშეკრულების უკანონო რატიფიკაცია, - ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის დუმის მიერ მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების რაფიტიცირებას.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, იქნება თუ არა პარტიის საარჩევნო სიაში სამივე ”რესპუბლიკელი” მინისტრი.
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" აუცილებლად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში იმდენად დიდი ფრაქციით, რომ გავლენა მოახდინოს ყველა პოლიტიკურ პროცესზე , - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა.
5 თვე წინასაარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო გიორგობიანი ლევან გვაზავას იმ კომენტარს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშნველოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა.
"საქართველოს განვითარების ფონდის" შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი ხათუნა ლაგაზიძე რეგიონებში "საქართველოს განვითარების ფონდის" შეხვედრებთან დაკავშირებით სხვადასდხვა სახის ხელისშემშლელ ფაქტებზე ავრცელებს ინფორმაციას.
პრემიერ მინისტრი მზად არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გააგრძელოს, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ კოალიცია ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
კოალიცია "ქართული ოცნების" სხდომა, რომელსაც პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, დასრულდა. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იყო.
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს წევრებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე წუთის წინათ "ქართული ოცნების" ოფისში მივიდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "რუსთავი-2" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.