"ეროვნული ფორუმის" ლიდერის, კახა შარტავას განცხადებით, უმრავლესობით გამარჯვება არავის გარანტირებული არა აქვს. შარტავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველო ვალდებულებას სრულად ასრულებს.
"სამი თვით ადრე წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია და საკმარისია, რომ დემოკრატიული კამპანია სრულად განხორციელდეს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ”საარჩევნო კოდექსში”, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გედევან ფოფხაძე.
”მე უნდა ვიყო პარლამენტში და ამის სურვილი მაქვს, მიუხედავად იმისა, იგივე სურვილი გააჩნია თუ არა სხვას"- აღნიშნული განცხადბა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრმა, თამაზ მეჭიაურმა გააკეთა.
"გაუგებრობები პრემიერებს და პრეზიდენტს შორის უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მომაბეზრებელია ეს იწილო-ბიწილო. მგონი, დროა, გიორგი მარგველაშვილი ბევრ რამეზე დაფიქრდეს. შეიძლება პრეზიდენტს სამივე პრემიერთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეს?! - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.
NDI-ში ერთი რაც შეიცვალა - ნავარო შეცვალა შედარებით პოზიტიურმა ლორამ, - აცხადებს NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, თამაზ მეჭიაური.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ევროპელ დეპუტატებს 21 აპრილს სიტყვით მიმართავს. არსებული ინფორმაციით, პრემიერი საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე ერთობლივად ჩამოყალიბდებიან, რადგან ცალ-ცალკე არც ერთს და არც მეორეს საკითხის გადაწყვეტა, მოქმედი კონსტიტუციით, არ შეუძლია, - განაცხადა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.