ახალი ამბები, რომელსაც ყარაბაღიდან ვიღებთ, იმედის მომცემია, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეხმაურება.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც მან განაცხადა, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მარტის ბოლოს, საკუთარი სურვილით მიიღო.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„სამთავრობო ცვლილებები ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრ გიორგი კვრიკიაშვილთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინათ გააკეთა.
პარტია "ქართული ოცნების" ზოგიერთი საპარლამენტო ლიდერი, რომლებიც ე.წ. "ლიდერშიფში" შედიან, აცხადებენ, რომ პარტია "ქართული ოცნების" 2016 წლის საარჩევნო სიაში ყოფილი პრემიერ–მინისტრები, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნებიან და რომ, – „პარტიას სჭირდება განახლება, საჭიროა ახალი სახეები".
„ნამდვილად არ ველოდებით უახლოეს პერიოდში რომელიმე „რესპუბლიკელი“ მინისტრის ბედის რამენაირად გადაწყვეტას. თუმცა, ცხოვრება რთულია და შეიძლება თქვან რამე ისეთი, რაც მე არ ვიცი,“ - აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე "რესპუბლიკელი" მინისტრების თანამდებობებიდან შესაძლო გადაყენების საკითხზე კომენტარს აკეთებს. მას არ ჰგონია, რომ "მთავრობის შემადგენლობაში იმ რაოდენობით მოხდეს ცვლა მინისტრების, რომ ამან მთავრობისთვის ნდობის საკითხის დასმა გამოიწვიოს."
მთავრობის ადმინისტრაციაში, ამ წუთებში დაგეგმილი შეხვედრა მიმდინარეობს. სულ რამდენიმე წუთის წინათ ადმინისტრაციაში პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.