საქართველოს პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ აპირებენ გამოძიებას დაწყებას, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქეთა ტერიტორიაზე - ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში, 2006 წელს დაფუძნებულ კომპანია Lynden Management-ს.
"არჩევნების თარიღი იმიტომ დავასახელე ასე ადრე, რომ მინდა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა”- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას დადებითად და პროდუქტიულად აფასებს, მისივე განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა ამ წუთში უკვე მიმდინარეობს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პრეზიდენტისგან საკუთარი განკარგულების უკან გაწვევას მოითხოვს.
ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავას მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" გარდა, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს ამ ეტაპზე დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ. ამის შესახებ მან გაზეთ "რეზონანსთან" ისაუბრა.
"საარჩევნო სიაში დიდი ალბათობით არ ვიქნები" - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ქორწინების როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის კონსტიტუციაში დაფიქსირების საკითხზე, რეფერენდუმის ჩატარება მმართველი გუნდის დღის წესრიგში არ დგას.
ლიტვა მხარს უჭერს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის სათანადო ასახვას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით ცუდი არ არის, რომ კარგა ხნით ადრე ცხადდება არჩევნების თარიღი. ბურჯანაძის განცხადებით, მის პარტიას უმტეს რაიონში ეყოლება მაჟორიტარობის ძალიან სერიოზული კანდიდატები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი არჩევნები“ უკმაყოფილებას გამოთქვამს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით და ხელისუფლებისგან ახსნა-განმართებებს მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.