საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს მიაჩნია, რომ ძალიან სწორია, რომ პარტია “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს დანახული როგორც საფრთხე, საქართველო არის შესაძლებლობა ყველასთვის აჩვენოს მოწინააღმდეგეს, რომ თუ ძალიან მოინდომებს წარმატება აუცილებლად მოვა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის თქმით, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ევროპარლამენტის იუსტიციისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს 7 აპრილს განიხილავს.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა 14 მაისს გაიმართება. ყრილობაზე აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.
დიახ, საქართველოს პარლამენტის 150 მანდატიდან, 76 მანდატის აღების შემთხვევაში პარტია "ქართულ ოცნებას" ექნება უმრავლესობა ახალ პარლამენტში.
"საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ერთ პიროვნებაზე, გიორგი კვირიკაშვილზეა მორგებული" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა იგეგმება. აღნიშნული პროექტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი.
"არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი პარტიის ლიდერმა ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება, თავის პოლიტიკურ ძალაზე უარი თქვას და გახდეს პოლიტიკოსთა იმ კრებულის წევრი, რასაც პარტია "ქართული ოცნება" ჰქვია. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი შეინარჩუნონ," - აღნიშნულ განცხადებას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" აკეთებს.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რაც კოალიციის და უმრავლესობის დაშლას უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.