"ეს კოალიცია თავიდანვე იყო ეკლექტური და არანაირად არც იყო რაღაც ღირებულებების გარშემო გაერთიანებული და საერთოდ, დღემდე არ მესმის, რა აქვს ამ ხალხს საერთო" - ზურაბ ჯაფარიძე.
"თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა ვიმუშაო, დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას" - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.
"ამბავი არის ის, რომ, როგორც ჩანს, კოალიციის წევრები და, მათ შორის რესპუბლიკელებიც, დამოუკიდებლად გამოვლენ არჩევნებზე!" - აღნიშნულ მოსაზრებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე გამოხატავს.
"აქსიომაა, რომ კოალიციურ რეჟიმში მუშაობას, დივერსიფიკაციას, მრავალფეროვნებას ბევრი დადებითი აქვს" - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მარადიულად არ არსებობს არც ერთი კოალიცია, ან გავიშლებით, ან დავიშლებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
"რესპუბლიკელები" არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას, - ამის შესახებ ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცახდებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც სააკაშვილმა "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატს ლ.გაჩეჩილაძეს "აჯობა", პირველი სუბიექტი ვინც განაცხადა "გაერთიანებული ოპოზიციიდან" გასვლის შესახებ, გახლდათ "რესპულიკური პარტია".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თუ "რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში კოალიციისგან ცალკე მიიღებს მონაწილეობას, მოსახლეობისთვის კარგ სურათს მიიღებენ.
უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური ძალების ცალ-ცალკე მონაწილეობაში ტრაგედიას ვერ ხედავს და ამგვარი ნაბიჯით პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოსინჯონ, თუმცა, მისივე ინფორმაციით, კოალიციის ფორმატში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე იმსჯელა, ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.