"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი უმრავლესობის დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის გუშინ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები, ვისზეც მაკომპრომიტირებელი მასალა არსებობს, უნდა გადადგნენ.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების რეფორმის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ გუშინ საზოგადოებას წარუდგინეს მთავრობის რეფორმების პროგრამის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების, განათლების რეფორმის პირველი ნაწილი - პროფესიული განათლების რეფორმა.
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ის ამგვარ ინფორმაციას არ ფლობს. ჯავახიშვილმა მის "ქართული ოცნების" სიაში შესაძლო ყოფნაზე კი ჟურნალისტს ორიგინალური პასუხი გასცა: ანეკდოტიც არ მომისმენია მაგ თემაზე".
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობის წევრები ეხმაურებიან.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ელჩს პრიიტ ტურკის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.
დიახ, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ქართული ოცნების" გამარჯვების მთავარი პირობა, სხვა ქმედებებთან ერთად (პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ", აუცილებლად დამოუკიდებლად უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა), იქნება ბიძინა ივანიშვილის ყოფნა პროპორციული სიის სათავეში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებისა და მისი "ქართული ოცნების" პარტიულ საქმიანობაში ჩაბმის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენას მიესალმება.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ თანამდებობის პირები, ვისზეც მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს, პოსტებიდან უნდა გადადგნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის დარეგისტრირების საკითხზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამ ტექსტთან დაკავშირებით დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.