"რესპუბლიკური პარტიის" წევრების ცნობით, დღეს პარტია კოალიცია "ქართულ ოცნებაში" დარჩენის საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს.
"რესპუბლიკელი" დეპუტატის, თემურ ნერგაძის ინფორმაციით, "რესპუბლიკური პარტია" დღეს კოალიციაში მათი ყოფნის საკითხსა და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს.
ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ექსპერტებმა რუსეთს და თურქეთს შორის არსებული დაპირისპირება, ამ კონფრონტაციის ესკალაციის შესაძლებლობები და ასევე ის პერსპექტივები განიხილეს, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კონფლიქტი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებაც ბოლო დღეების განმავლობაში ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება, „იმედის“ ტელეკამერის წინაშე გამოჩნდა, თუმცა არ ისურვა პასუხის გაცემა კვირის ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას.
საპარლამენტო უმარვლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება.
რუსთავში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საოლქო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრნენ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დარწმუნებულია საქართველო ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლას ზაფხულიდან შეძლებს.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ვიქტორ დოლიძე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჟოზეფ დაულის სიტყვები საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებს ეწინააღმდეგება.
"პრობლემა ევროპის სახალხო პარტიაში კი არ არის, პრობლემა არის ჩვენს მთავრობაში“- ასე ეხმაურება ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჟოზეფ დაულის განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კანდელაკი.
“არჩევნების გაყალბება 2012 წლის ოქტომბერში დარჩა" - განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჟოზეფ დაულის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.