პოლიტიკა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურების კუთხით "საეჭვოდ, ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ სინქრონში, შეხმატკბილებულად",  - ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სრულად...

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ იქნება მიზანშეწონილი იმ პირების დასახელება, ვინც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იყვნენ, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ მათ სიაში საზოგადოება 20/30-ის წევრებიც აღმოჩნდნენ.

სრულად...

კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა მისი თქმით, სიაში აუცილებლად იქნებიან ახალი სახეები, ახალგაზრდები და ქალბატონები.

სრულად...

ვიცე-პრემიერი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიაში ყოფნას გამორიცხავს. იგი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არასწორი იქნება.

სრულად...

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყოფილ პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან "ქართული ოცნების" მხრიდან მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. კალაძე არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, იქნება თუ არა ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში.

სრულად...

ჟენევის დისკუსიებზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სრულად...

საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ ფილიპ ბრილდავთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე თინა ხიდაშელი ბელგიის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებს გამოეხამურა და განაცხადა, რომ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები , თუმცა ტერორიზმზე პასუხი არ უნდა მოიცავდეს თავისუფლების შეზღუდვას და საზღვრების ჩაკეტვას.

სრულად...

"მემარცხენე ალიანსი" ბელგიელ ხალხს და მთავრობას გუშინ, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების გამო, სამძიმარს უცხადებს.ამასთან, ალიანსს მიაჩნია, რომ საქართველოში უნდა გაძლიერდეს და გამკაცრდეს  უსაფრთხოების საკითხები.

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 22 მაისს ჩატარდება.

სრულად...

ჩვენი მიზანია, საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარი იყოს, - ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან მინსკში გამართული შეხვედრის დასაწყისში გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი ქართველებისთვის "უცხო არ არის და როგორც ვიყავით მეგობრული ქვეყნები, დღემდე ვემხრობით ამ პოლიტიკას“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი