ევროკომისარმა მიგრაციის, შიდა საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე მიმართა.
საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინიციატივის ტექსტი ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
პოლიტიკაში "უცნობი, არაგამარგინალებული სახეების" გამოჩენის მომხრეა ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ახალ გამოწვევებს, დემოკრატიის და მაღალპროფესიონალური პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას, ახალი სახეები სჭირდება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოს IV გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება.
ევროკომისია საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას დღეს წარადგენს. ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ გვერდზე "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი წერს.
გულდასაწყვეტია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა დარბაზი, აქაც იგრძნობა მათი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა არ გამოდის და ამას "არანაირი აზრი არ აქვს".
"ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო წინადადებას ქორწინების თემასთან დაკავშირებით, ფრაქცია "რესპუბლიკელებიდან" საკუთარი ხელმოწერით დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე შეუერთდა.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება შეასრულეს. ამის შესახებ კახა კალაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.
ყველა სუბიექტმა, ვისაც იმედი აქვს მინიმუმ იმისი, რომ გადალახავს ბარიერს, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა და დაამატა, რომ ვისაც რა მხარდაჭერა ექნება მოსახლეობიდან, ქვეყნის მართვაზეც იმ პროპორციით უნდა ჰქონდეს პრეტენზია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.