„როდესაც არჩევნების გაყალბებას აბრალებენ ჯარს, ეს არა მხოლოდ თინა ხიდაშელს ეხება, ეს არის საკითხი, რომელზეც მე არ შემიძლია თვალი დავხუჭო,“ - თინაა ხიდაშელი.
"ეუთოში რუსეთის ელჩმა პირდაპირ მითხრა, რომ ხშირად ვსაუბრობ ნატოში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს. ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი ჩვენი ერთგულება რუსეთს აწუხებს" - თინა ხიდაშელი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩს უმასპინძლა. თამარ ბერუჩაშვილი დიპლომატიურ სამსახურს გაერთიანებულ სამეფოში 1-ლი მარტიდან შეუდგება.
ანა დოლიძის პროფესიულ კვალიფიკაციასთან, პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს, ამას თითიდან გამოწოვილი შავი პიარი ადასტურებს, - განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ანა დოლიძე "რუსთავი-2"-თან საუბარში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
"რესპუბლიკელების" წარმომადგენელი, დავით ბერძენიშვილი პროკურატურის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არჩევნების გაყალბების თაობაზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს ჩართულობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრისას განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიწის აზომვით სამუშაოებთან ერთად, სახელმწიფომ სრულად დააფინანსოს მისი რეგისტრაციის ხარჯებიც,“– ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ანა დოლიძე პოლიტიკური სიმპათიებისგან ნამდვილად დაცლილია, რადგან არც ერთი პარტიის წევრი არ არის" - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ კორძაიამ განუცხადა.
ტყიბულში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარები საპარლამენტო უმრავლესობაშიც გაკეთდა. მმართველი გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ვითარების დაძაბვით დაინტერესებული იყოს გარკვეული ჯგუფი და მათ შორის პოლიტიკური პირებიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.