საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრს, ხოსე მანუელ გარსია-მარგალოსს შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ გამოიხატა ძალიან სერიოზული მზაობა პარტნიორობისთვის ესპანეთის მხრიდან ყველა საკითხში-ეკონომიკური თანამშრომლობა, პოლიტიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოების საკითხები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ხოსე მანუელ გარსია-მარგალოსთან შეხვედრის შემდეგ
მე მინდა ძალიან მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, ყოველგვარი მცდელობა, რომ საკითხი დაყვანილი იქნას "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის რაიმე კონფლიქტამდე, იქნება არა მხოლოდ არასწორი, არამედ წარუმატებელი, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა თუ საგარეჯოში გააყალბა არჩევნები,ვიცე პრემიერმა იგივე გააკეთა გარდაბანში და თავისი ძმაკაცი გაიყვანა გამგებლად, - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან" გააკეთა.
პარლამენტის ვიცე- სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის საჯარო სივრცეში წარმართული დებატები არ არის სასარგებლო კოალიციის ერთიანობისთვის, თუმცა მისი თქმით, ამით "კარგი მაგალითი" მიიღეს და "კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად".
პოლიტიკურ ლიდერს, დღისით, მზისით ესროლეს, მძიმედ სცემეს და ხალხის რეაქცია ამაზე არის ფშვინვა. ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა არის თავდასხმა ხელისუფლებაზე, - ხათუნა ლაგაზიძე.
ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს ზაფხულამდე ჰქონდეს, ამის შესახებ ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგაომ საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"არ არის აუცილებელი პოლიტიკოსი იყო და ისე ემსახურო შენს ქვეყანას, მაგრამ როცა ხედავ, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი გზით, მაშინ იძულებული ხარ, შეხვიდე პოლიტიკაში" - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" ხელმძღვანელმა, პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსს დუაით ნაისტრომს და მის მოადგილეს ქეიჯი მურის შეხვდა.
პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა არა მხოლოდ "მრეწველებს", არამედ "რესპუბლიკელებსაც", - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრთან ფრაქციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.