ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებსა და თანათავმჯდომარეებს შორის ჟენევაში გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის პოლიტიკურად მოტივირებულობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის "ზღაპრების მოყოლის" მცდელობად აფასებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მოსმენის საკითხს სვამს და ამ საქმეში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ჩართვას ითხოვს.
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ "TV პირველი" ავრცელებს.
სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
„მემარცხენე ალიანსი“ ალექსი პეტრიაშვილზე რამდენიმე დღის წინათ მომხდარ სისხლიან თავდასხმას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს არის ქვეყანაში გამეფებული ძალადობის და კრიმინალური ქაოსის გაგრძელება.
"ძალიან უნდათ "ნაციონალებს", რუსულ პროექტად გამომიყვანონ, "ქართულ ოცნებას" სურს "ნაციონალების" პროექტად მომნათლოს, მაგრამ ვაცხადებ - მე ვარ ქართველი ხალხის პროექტი, ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას განაცხადა. იგი ფარული ჩანაწერების თემასაც შეეხო და თქვა:
"ვერ ვხედავ პარლამენტის მხრიდან ვერანაირ წინასწარ განზრახულობას ბატონი კობას კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით" - განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
ესპანეთი, რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 29 თებერვალს და 1 მარტს ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.