დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას კოალიციურ რეჟიმში აპირებს, თუმცა ზუსტად არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები. ბესელია ექპერტების მოსაზრებას, კოალიციაში შემავალი სუბიექტების მხრიდან არჩევნებზე ძალების დამოუკიდებლად მოსინჯვის თაობაზე, "საინტერესო ფორმულად" მიიჩნევს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ის ინფორმირებული არ არის.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე კომენტარს აკეთებს. იგი ამბობს, რომ ამ თემაზე გუნდში კონსულტაციები არ გამართულა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერ მინისტრად დამტკიცების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას იშველიებს და მასზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მსგავსი ცვლილებები გამორიცხული არ არის.
6 მარტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "გაზპრომის" წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსეთის ყოფილ საელჩომდე ცოცხალი ჯაჭვის გაბმას გეგმავს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განაცხადა.
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ ხადური საზოგადოებაში პოპულარული არ არის და ყველაზე მეტი კრიტიკა მასზე მოდის, ის კარგი მინისტრია და მისი "ქართუ ბიჭით" ჩანაცვლება არაადეკვატური ნაბიჯი იქნება.
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, საგარეო საქმეთა მინისტრის წარამარა ცვლა და ასევე "ქართუს ბიჭის" სამთავრობო კარუსელით ერთი სავარძლიდან მეორეში მონაცვლეობა მიუღებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრისას საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადეს.
გოგი თოფაძესა და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის დაპირისპირებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტია" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საგარეო კურსის ცვლილების საფრთხედ აფასებს, რაც მიუღებელია.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.