საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ორი ქვეყნის თანამშრომლობის სფეროები, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა, საუბრის ძირითადი თემები იყო.
საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, ხოლო მთავრობა რაც შეიძლება გამჭვირვალე უნდა იყოს თავის ენერგო პოლიტიკასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განუცხადა.
დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ფრაქციის წევრების უმრავლესობას და მათ შორის მასაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ისევ თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში კენჭის ყრის სურვილი გააჩნიათ.
„რეფორმატორების" თავმჯდომარე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია მიმართულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ძალოვანი სამსახურების უკანონოდ ჩასართავად.
ოთარ დანელიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპელ კოლეგებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან.
პრემიერმა გალიფ ოზთურქს საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისა და ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
რეგიონებში არსებული პრობლემები და მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების სამუშაო შეხვედრაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გუბერნატორებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა უკვე 2 საათია მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე გუბერნატორებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
"ნაციონალური მოძრაობა" კომპანია "ჯეოტრანსგაზის" მიერ "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა უნდა, რატომ ითხოვს რუსეთისგან გაზის შემოტანას.
რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.