პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატურაა შესული. წარდგენილი კანდიდატების ვინაობას ადმინისტრაციაში არ ასახელებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ესენი არიან გიორგი ბაქრაძე, ნია შარაშიძე, არჩილ იაკობაშვილი და გიორგი ფაილოძე.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მორიგი სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართა. ამის შესახებ მცირე ინფორმაციას თავად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. კვირკაშვილის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია სესიაზე - Eurasia and the Modern Silk Road.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილსა და ტონი ბლერს შორის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) ფარგლებში გაიმართა.
"ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას იმ მოლაპარაკების შესახებ, რომელიც გაიმართა და რომელიც გაიმართება საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომს" შორის", - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა გააკეთა.
„ვინმეს თუ აქვს იმისი მოლოდინი, რომ საქართველოში ოდესმე დადგება ის დრო, რომ სამხედროებს ჩამოართმევენ ხმის უფლებას, გარწმუნებთ, რომ ვერასდროს ვერ გაიმარჯვებენ ასეთი პოლიტიკური ძალები“ - თინა ხიდაშელი.
თანამდებობაზე ადამიანები იცვლებიან, მადა უღვივდებათ, სადაც არ გეკუთვნის ყოფნა, იქ არ უნდა იყო, - ასე პასუხობს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ბრალდებებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის ვადა 27 იანვარს ამოიწურება. წევრობის კანდიდატი კი განათლების, პროფესიული გამოცდილების და პოლიტიკური მიუკერძოებლობის კრიტერიუმებს უნდა აკამყოფილებდეს.
ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატურაა დასახელებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხზე ექსპერტებს ხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.