ელისო კილაძისა და ეკა ბესელიას დაპირისპირება გრძელდება. ჟურნალისტი დეპუტატს ახალ ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შუამავლის მეშვეობით მას „თავის დანებებას“ და „შერიგებას“ სთხოვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ეხმაურება და მომდარს პროვოკაციულ აქტს უწოდებს.
ამ ქალბატონს, თავდაცვის მინისტრს თ.ხიდაშელს, – საქართველო რუსეთთან საომარი დაპირისპირებისკენ მიჰყავს და ვისაც გევალებათ, სანამ გვიან არ არის, მანამ დროულად შეაჩერეთ იგი, თორემ პასუხისმგებლობა მთელს ხელისუფლებაზე გადანაწილდება!
პარლამენტში დეპუტატებს, გია ვოლსკისა და გოკა გაბაშვილს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. სხვადასხვა პოლიტიკური ძალის პარლამენტარებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების საკითხს მოჰყვა.
ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიისა და ევროკავშირის მიმართ საქართველოს პარლამენტის მიმართვას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს რეგისტრაცია მიმდინარე წლის 23 დეკემბრამდე შეეძლებათ.
პროგრესი არსებობს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო და სხვადასხვა უმცირესობის დაცვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განუცხადა.
საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, არაერთხელ გააჟღერეს ევროპელი პარტნიორების მიერ მათ მიმართ გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დასავლეთში, სტრასბურგსა და ბრიუსელში საქართველოს შესახებ მისაღები რეზოლუციებიდან დადებითი შეფასებების ამოღებასა და მათი ნეგატიური რეკომენდაციებით ჩანაცვლებას ითხოვენ.
"იგნორირება ნატოს მხრიდან რუსეთს აგრესიისკენ უბიძგებს" – გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Times-ი ამ სათაურით, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, თინათინ ხიდაშელთან ინტერვიუს მიხედვით მომზადებულ სტატიას აქვეყნებს.
ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ არათუ წინსაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, ეკონომიკა წინ ვერ წაიყვანა და დაპირებული სამუშაო ადგილები ვერ შექმნა, არამედ 2012 წლისთვის მიღწეული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.