თბილისის მერი, დავით ნარმანია ოპოზიციას მოუწოდებს, კაბინეტში არითმეტიკის ნაცვლად, გავიდნენ და დარგული ხეები ადგილზე დათვალონ.
"გაზპრომი" და ირანი სომხეთში გაზის მიწოდების მიზნით გაცვლით ოპერაციების საკითხზე მუშაობენ.
პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამში 1 409 319 ლარის შემოწირულება მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აქედან ყველაზე მეტი შემოწირულობა – 536 355 ლარი პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოზე" მოდის.
დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო სერიოზული დავალების შესრულება.
საქართველომ და "გაზპრომმა" გაზის ტრანზიტისა და მიწოდების საკითხებზე მსჯელობა გააგრძელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "გაზპრომი" ავრცელებს.
ევროკავშირი აპირებს, საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო მიმოსვლა 2016 წლის შუა პერიოდისთვის შემოიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ Die Welt ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დავით ბაქრაძემ, გიგა ბოკერიამ, ირმა ნადირაშვილმა და გიორგი კანდელაკმა სენატსა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში შეხვედრები გამართეს.
ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში დაწყებულ განხილვებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დარჩენაა.
ბულგარეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და მზადაა ინტეგრაციის პროცესში მეთოდური და ლოგისტიკური დახმარება გაუწიოს ქვეყანას
კოალიცია "ქართული ოცნება" მაჟორიტარების 50%-იანი ბარიერით არჩევის წინადადებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიებისგან პოზიციის დაფიქსირებას ელოდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.