საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ სრული ანგარიში ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომაზე წარადგინა.
გუშინ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია, რასაკვირველია, 15 დეკემბერს გაგვაცნობს, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარგი და პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს,- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ინფორმაციით, "ჰეზბოლას" ერთ-ერთი საველე მეთაურის საიად ალ ბაჰადის საქართველოში ყოფნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" - ეს არის ბოროტების სახე და წამყვანი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე არიან, რომ ეს ორგანიზაცია განადგურდეს. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ეს განცხადება ანტალიაში, "დიდი ოცეულის" სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
სირიაში მყოფ ტერორისტებს 40 ქვეყანა აფინანსებს, მათ შორის "დიდი ოცეულის" წევრი რამდენიმე ქვეყანა. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პირველ ვიცე–პრეზიდენტს, ფრანს ტიმერმანსს შეხვდა.
საფრანგეთის ელჩი რენო სალენსი პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საქართველოში გამოხატული მხარდაჭერისათვის ქართველ ხალხს მადლობას უხდის. რენო სალენსის განცხადებით, მან სამძიმარი მიიღო ხელისუფლებისგან, ოპოზიციისგან, რელიგიური ლიდერებისგან, და უბრალოდ ხალხისგან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე განხილული იქნება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.