„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება მისასალმებელია.
მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურებს დღეს 14:00 საათზე წარადგენს. დედაქალაქის მერიაში ამ დროისთვის ვაკანტურია კეთილმოწყობის, ზედამხედველობის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკოლოგიისა და გამწვანების, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები.
საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ე.წ. რბილი ძალის წარმატების მაგალითი, მიუხედავად ამისა, ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს , რათა უზრუნველყოს რეგიონის სტაბილურობა და ადამიანის უფლებათა დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი euractiv.com-ზე გამოქვეყნებულ წერილში წერს.
პროდასავლური მთავრობისგან საჭიროა უფრო ზუსტი პოლიტიკა, წესების დაცვა, განსაკუთრებით ეს კორუფციასთან ბრძოლას და მოსკოვთან ფლირტს ეხება, - ამბობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი დონალდ იენსენი "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში.
საქართველო არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს, ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, დასავლეთს კი - თქვას, რომ საქართველო მზად არ არის, - ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარმა დონალდ იენსენმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია აცხადებს, რომ საჯარო დაწსებულებებში პრემიები სახელფასო დანამტებმა ჩაანაცვლა და პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით, 2014 წლის ზაფხულში მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ საკითხის დარეგულირება ვერ უზრუნველყო. ამის შესახებ თორდიამ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილა. ამის შესახებ BBC იუწყება. სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით გაიმართა.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიუსელში მთავრობის დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორებისგან დადებითი სიგნალები მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.