ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროკომისარს მიგრაციისა და საშინაო საკითხებში დიმიტრიუს ავრამოპულოსს შეხვდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე საფრთხეების ანალიზი მოხდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა.
ევროკავშირმა საფრანგეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას დაუჭირა მხარი და ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 მუხლი აამოქმედა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, პარიზის ოფიციალური მიმართვის შემდეგ მიიღეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში სამხედრო ოპერაციის გააქტიურება მოითხოვა. ამის შესახებ პუტინმა კრემლში, ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის კატასტროფის გამოძიების შედეგებისადმი მიძღვნილ თათბირზე განაცხადა. ინფორმაციას რუსული"ინტერფაქსი" ავრცელებს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზომების მიღება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს და ტერორიზმთან კავშირში მყოფ პირთა გამოვლინებისა და "ნეიტრალიზების" მიზნით, ღონისძიებებს ატარებს.
ევროკავშირი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს თავისუფალი და პლურალისტური მედია და პოლიტიკური გარემო.
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას დიდი პრობლემა აქვს, რადგან მისი ლეგიტიმაციის დონე სუსტია. როგორც ხუხაშვილმა გაზეთ „ახალ თაობას“ განუცხადა, ხელისუფლებასაც და ე.წ. მთავარ ოპოზიციურ ძალას ანუ „ნაცმოძრაობას“, ჯამურადაც კი, დაბალი რეიტინგი აქვთ.
საქართველო მსოფლიოს სხვა პროგრესულ საზოგადოებასთან ერთად შეებრძოლება ტერორიზმს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი დღეს ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.