აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტები დაგმო და საფრანგეთს მხარდაჭერა გამოუცხადა. პრეზიდენტ ობამას განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს და წერს, პარიზში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტები მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.
დიახ, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები, ადვილად შესაძლებელია, რომ "ქართული ოცნებას" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის განხეთქილების საბაბად იქცეს.
„მემარცხენე ალიანსი“-ს გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დღეს „პირველ პრესკლუბში" გამართულ ბრიფინგზე კვლავ გააჟღერა მოთხოვნა 2016 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების თაობაზე.
ოზურგეთში, "ნაციონალების" ოფისის თავდასხმაში მონაწილე ალექსანდრე ჩახვაძე და ალეკო ცეცხლაძე გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომლები გახდნენ.
საქართველომ გააკეთა თავისი არჩევანი და აქვს სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ ალიანსში, ამაში სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს. იცოდეთ, ჩვენი ხმა ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ იქნება,- ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით ქვეყანაში პრეზიდენტის ორი სასახლის არსებობის გამო მილიონობით ლარი ზედმეტად იხარჯება.
საქართველოს ლეიბორისტული პარტია ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო რესურსების მიტაცებაში ადანაშაულებს. პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას თქმით, ივანიშვილის განცხადებები, რომ ის საქართველოში ბიზნესს არ აწარმოებს და შემოსავალს ქველმოქმედებაში ხარჯავს, სიცრუეა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს რეზიდენციაში. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან აღიარებას არც ელოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.