საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას, მოსამართლეზე "პირდაპირ ზეწოლად" აფასებს. კახა კალაძე პრეზიდენტს მოუწოდებს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთოს.
თბილისში, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობა წითელი საღებავებითაა შეღებელი. ბიბლიოთეკის შენობაზე გაკეთებულია წარწერა - "მწამებლის ბიბლიოთეკა" და მიხატულია წითელი ხელები.
"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან თავად გვარამიამ განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას გააჩნია ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები, რეალურად კი "ნაციონალური მოძრაობა", სასამართლოსთან აპირებენ შეკრებას, ბავშვების მიყვანას და შემდეგ პროვოკაციის მოწყობას.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის, რაც ხდება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ამაში მთავრობის ჩართულობა არის აბსოლუტურად გამორიცხული, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანების წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოკადრებს მედიასივრცეში თავად "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და მიზეზად "ნაციონალების" კომერციული ინტერესი დაასახელა.
ჩემთვის მართლა გასაკვირია, რომ ექსპერტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები აქცენტებს აკეთებენ არა იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, არამედ იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეოების გავრცელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ე.წ. კასრების ვიდეოკადრებზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, უკრაინულ მედიაში ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოკადრების გავრცელების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით გამოძიების გასაღები ხელში თავად ნიკა გვარამიას უჭირავს, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.