გორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კარი აუჭედეს. ინციდენტისას ოფისში “ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა.
კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც მიიღო მონაწილეობა.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს ქალაქებში ძალადობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. სერგეენკოს უკვირს ის ფაქტი, რომ “აქცენტი მარტო იმაზეა, კადრები უნდა გაშვებულიყო თუ არა და აღარავინ არ ახსენებს იმას, რომ ეს მართლაც მოხდა”.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი" რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხადებს. განცხადება ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების მედიასაშუალებებით გავრცელების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ, ფიზიკურად ახორციელებენ NDI-ს კვლევებს, პირდაპირ დაკავშირებულნი არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს NDI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა.
ყველაფერს არჩევნები აჩვენებს და ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვინ მოიგებს 2016 წლის არჩევნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს NDI-ს კვლევის შედეგების შეფასებისას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დღეს გამოქვეყნებულi კვლევის შედეგებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.