პოლიტიკა

არის რეალური მცდელობა იმისა, რომ ერთმანეთის დემონიზაციის გზით, "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკიდურესად დაძაბონ ქვეყანაში ვითარება, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  გიორგი მარგველაშვილთან მისი და "თავისუფალი დემოკრატების" სხვა წარმომადგენლების მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სრულად...

ჩვენ შეიძლება ასეთი განცხადება დღეს არ გაგვეკეთებინა, რომ არ მოგვესმინა ის შეფასებები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სრულად...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში, ამ წუთებში, მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

სრულად...

ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა, თუ ოპოზიციონერმა უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახის ძალადობის, ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზე წერს.

სრულად...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციებში.

სრულად...

"ნაციონალურ მოძრაობას" ვითარება ადეკვატურად არ ესმის და ისინი NDI-ის გამოკითხვებმა აშკარად შეცდომაში შეიყვანა. მსოფლიოში 13%-იანი რევოლუცია ჯერ არ მომხდარა, ამ განცხადებას დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი აკეთებს და ასკვნის, რომ ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს და არც საზოგადოებაშია რევოლუციური განწყობა.

სრულად...

სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სიტუაციის ესკალაციას ახდენს. კახიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა შეიძლება მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ კითხულობს, თუ რას ნიშნავს "ხისტი და ნაჩქარევი არ იყოს?"

სრულად...

პრეზიდენტის მიერ პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან კონსულტაციების დაწყებაზე გაკეთებულ განცხადებას "თავისუფალი დემოკრატები" გამოეხმაურნენ და ავლაბრის რეზიდენციაში მივიდნენ.

სრულად...

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არის უპასუხისმგებლო და საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

სრულად...

"ეს გადაცდა ყველა ზომიერების ნორმას ... ასეთი განცხადება სწორედაც იმას უწყობს ხელს, რასაც ვითომცდა პრევენციას უკეთებს... ნაცების პროვოკაციებს ეხმაურება და ლეგიტიმაციას აძლევს", - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი