ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში განაცხადა მოსახლეობის წინაშე პირობა დადო, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში არავითარ დესტაბილიზაციას.
"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გამოჩენილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ განცხადება გაავრცელა. – "ის, რაც დღეს ხდება "რუსთავი 2"-ის გარშემო საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენ ყველამ არაერთხელ გამოვიარეთ.
მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორი ადამიანების წამებისა იყო სააკაშვილი. სწორედ ის და მისი გუნდი იყვნენ ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი, ამიტომ თქვენ - ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საბოლოოდ უთხარით უარი 2012 წლის 1 ოქტომბერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში განაცხადა
მარგველაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, სადაც მან ღარიბაშვილი (ჩათვალეთ, რომ ივანიშვილი!) პირდაპირ დაადანაშაულა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბულობის ინსპირირებაში, მასთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა იქნას მაქსიმალურად შეზღუდული
მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სიმშვიდე შეინარჩუნოს, - ამის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაციონალები" ცდილობენ, ხელისუფლებას საგარეო სიტუაცია გაურთულონ. მათ საქართველოს შიგნით არ აქვთ რესურსი, რომ მდგომარეობა მასობრივ არეულობაში გადაიზარდოს", - აცხადებს ვალერი ხაბურძანია გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში.
არასამთავრობო სექტორი ძალიან კარგად იქცევა, როცა პოლიტიკოსების განცხადებებს ყურადღებას აქცევს, მაგრამ როცა მოქალაქეები ამბობენ, რომ თერმოსებს მოიმარაგებენ, მათ უნდა მიუთითონ, კანონიდან არავინ გავიდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს. პრეზიდენტი ამჯერად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
ფრაქცია "რესპუბლიკელების" წარმომადგენლის, თამარ კორძაიას აზრით, უმრავლესობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციები უნდა გამართოს.
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადება არ მოუმზადებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.