დღევანდელი ღონისძიება პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთის მთავრობა არის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გამართული საერთაშორისო ღონისძიების თანაორგანიზატორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "აბრეშუმის გზის" ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პარტია არც მას და არც ვიქტორ დოლიძეს არ დაუტოვებია და მათ მიმართ ბინძური კამპანია მიმდინარეობს.
ჩინეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის (პარლამენტის) თავმჯდომარეს ჩჟან დეძიანგს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური ოლქის გუბერნატორს, ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, შოქრატ ზაკირს შეხვდა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით თითიდან გამოწოვილი ინსინუაციებს აქვს ადგილი ივანიშვილის მხრიდან. ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ისე როგორც არასდროს, "თავისუფალი დემოკრატები" არის ერთიანი, - ასე აფასებს"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დავით ზალკალიანის მიერ პარტიის დატოვებას.
ირაკლი ალასანიას პარტია ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, დავით ზალკალიანმა დატოვა. ზალკალიანმა ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა, თუმცა პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ საქმიანობას ამ ეტაპზე არასამთავრობო სექტროში განაგრძობს. ამის შესახებ გაზეთი "ალია" დღევანდელ ნომერში წერს.
რუსეთის მიერ სირიაში საჰაერო კამპანიის დაწყებას ვაშინგტონი უკმაყოფილებით შეხვდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია წერს. როგორც მასალაშია აღნიშნული, კრემლი აცხადებს, რომ სირიაში წარმოებული ოპერაცია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამდღიან სამუშაო ვიზიტად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
გადაცემა არჩევანში ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ, თამაზ ურთმელიძის მოსამართლეობის საქმიანობას მიმოიხილა და მის მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები გაიხსენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.