ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას განცხადებით, „ნაციონალებს“ ქუჩაში ხალხის გამოყვანის იმედი აქვთ, რადგან ქვეყანაში ეკონომიურად მძიმე ვითარებაა, ლარიც გაუფასურდა და ისინი ფიქრობენ, იქნებ ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდეს და შემდეგ ეს სათავისოდ გამოიყენონ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 152 მსჯავრდებული შეიწყლა. აქედან 103 პატიმარი დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ხოლო 49 -ს სხვადასხვა დოზით შეუმსუბუქდა სასჯელი. შეწყალებულთა შორის 14 ქალბატონია, 8 არასრულწლოვანი.
მე თანამდებობა იმის გამო დავტოვე, რომ მქონდა გარკვეული პირადი პრობლემები, რომლის მოგვარებასაც სამსახურეობრივი რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდი, – ასე განმარტავს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი ავთანდილ სუდაძე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს პროგრესსა და მის წვლილს ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციაში, დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ივლისში, ვარშავის სამიტზე დააფასებს. ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა პატიმრების მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა. ამასთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე 12:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.
აგვისტოს ომის საქმეზე ჩვენი ინტერესია, ეთნიკური წმენდის ნაწილი იქნეს ბოლომდე გამოძიებული, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, მთავარი პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ეთნიკური წმენდის ნაწილში აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის პროკურორის ოფისთან.
ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლაჰ ალი ხამენეიმ დღეს ირანის რევოლუციის მცველების არმიასთან არსებული საზღვაო ძალების სადრლებისა და პერსონალისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ მტერი ცდილობს, შეცვალოს ირანელი თანამდებობის პირებისა და ხალხის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის აზროვნება.
მართლაც და, ქართველებმა, განა რა დავაშავეთ ასეთი, რომ დღეს, მშვიდობიან პერიოდში (თუნდაც, ნაწილობრივი ოკუპაციის პირობებში), როცა ჩვენს ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სამხედრო მოქმედებები, საქართველოს მიმართებით უცხოელი პოლიტიკოსები იყენებენ სამხედრო ტერმინოლოგიას?!
იმდენი ენერგია გააჩნია ამ ადამიანს, რომ თანამდებობის გარეშეც შეუძლია იყოს წარმატებული - ასეთ შეფასებას, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, მერიის განათლებისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსზე გიორგი არეშიძეზე აკეთებს და მის ცოლის ძმას გადადგმომას კიდევ ერთხელ ურჩევს.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.