თუნდაც ის, რომ ნებსიმიერ კრიტიკულ კითხვას გვისამთ ჩვენ მთავრობის წარმომადგენლებს და არ ყოფილა არავითარი ზეწოლა სამი წლის განმავლობაში, ეს არის აღიარება , რასაც შესაბამისი დაფასება, შეფასება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ხელს მოაწერს, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
ამბასადორიალის ფარგლებში ელჩების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მივიდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, მარტივი პროცესი არ იქნება.
გიორგი მარგველაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბორგე ბრენდეს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის მიერ "ეროვნულ ბანკთან" დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის შენიშვნების გაუთვალისწინებლობას გამოეხმაურა.
საქართველოს პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები და პროექტი არ გაიზიარა და მის მიერ გამოყენებული ვეტო დაძლია.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პრეს-სამსახურის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ პეტიცია გამოჩნდა. პეტიციის ავტორის აზრით, სააკაშვილს შეუძლია უკრაინაში საჭირო რეფორმების განხორციელება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
ვამაყობ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი ე.წ. ენჯეოშნიკი, ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითაც ვიამაყებდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის გუშინდელი განცხადების შეფასებისას განუცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილე თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს. პრემიერ-მინისტრის ახალი ბრძანებების მიხედვით, ვლადიმერ გურგენიძე, გიგი გიგიაძე, დავით ჯალაღანია და ხათუნა თოთლაძე მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოადგილეები იქნებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.