დღევანდელი ინფორმაციით, გვეუბნებიან, რომ მიგრაციის პრობლემა ხელს არ შეუშლის ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ განუცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უწყებაში საკადრო ცვლილებებს მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდება და კარდინალურ გადაწყვეტილებებს ამ კუთხით არ მიიღებს.
თუ ვინმე ვერ არჩევს ერთმანეთისგან ევრაზიულ კავშირს და ევრაზიის კონტინენტს, მე მგონია, ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიმაშვილმა ჟურნალისტებს ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
ჩვენი ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თამარ ბერუჩაშვილი მისი დიდი ხნის მეგობარია და მის სამსახურებრივ საკითხთან დაკავშირებით "ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული".
უახლოესი პრიორიტეტი გახლავთ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთთან მშვიდობიანი დიალოგისა და პრაგმატული პოლიტიკის ალტერნატივას ვერ ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული პოლიტიკა საქართველოს სტაბილურობას ზრდის, რის გამოც ხელისუფლებამ რუსეთთან ეს დამოკიდებულება არ უნდა შეცვალოს.
ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული რეალისტური გეგმა და ამ წლის ბოლომდე უნდა მოხდეს იმ პროგრესის საბოლოო შეფასება, რომელსაც საქართველომ მიაღწია.
კოალიცია „ქართული ოცნება“ საგარეჯოში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად კოალიციაში შემავალი პარტიების სრულ მობილიზაციას აცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.