საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დამნაშავეა იმაში, რომ სოროსელ ენჯეოშნიკს, საქსოვი ჩხირები გააგდებია და ის ვეტოთი აღჭურვა.
ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რა შედეგიც "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს უნდა მოჰყვეს, - აღნიშნული განცხადება პლენარულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა, რომელიც დარწმუნებულია, რომ პარლამენტი პრეზიდენტის მის გამოყენებულ ვეტოს დაძლევს.
ძალზე სერიოზული შეტევა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის სახელზე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ ამბასადორიალზე ყოფნისას ჟურნალისტებთან საუბარში საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა. გეგეშიძე დარწმუნებულია, კვირიკაშვილიც იმ პრიორიტეტების რეალიზებას გააგრძელებს, რომელიც დიდი ხანია უკვე დასახულია.
„ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსასვლელად სერიოზულად ემზადება. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ის კრემლის მიერ შემოგდებული „მესამე ჯოკერი“ გახლავთ“, – აცხადებს ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
პარლამენტის თამჯდომარე დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრები კანადის, ბუტანის, იორდანიისა და ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარეებთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართა.
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა და მაშინ, პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად ირაკლი ალასანიას ცოლისდა მაია ფანჯიკიძე დანიშნა, რომელიც მანამდე კოალიცია "ქართული ოცნების" პრეს–სპიკერი გახლდათ.
"ბრძოლა ჩემთვის ორმაგად საამაყო სწორედ იმ მიზეზით გახლავთ, რომ ამ არჩევნებში დასახელებული ვარ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიერ და არა პოლიტიკური გაკოტრების გზაზე მდგარი „ქართული ოცნებისგან", - აღნიშნავს ირმა ინაშვილი „ქართული ოცნების" განცხადების საპასუხოდ.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, იმ ადამიანებს, ვინც ვერ გაიგო საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ევრაზიულ კონტინენტთან დაკავშირებით, ურჩევს მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო იყიდოს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის გახსნას ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მარგველაშვილს მწვავე რესპირატორული ვირუსი აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.