საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შიდა ქართლში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა შესაბამის საერთაშორისო ბერკეტს იმისათვის, რომ რუსეთის პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სოფლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" წევრმა, გიგლა ბარამიძემ, რომელიც თან ახლავს მოსკოვში მყოფ ნინო ბურჯანაძეს, განაცხადა, რომ – ბიძინა ივანიშვილი თავისი არხებით არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, რაც არასწორიაო!
საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს, რომლის მიზანიცაა ქვეყნის ვალების კრიზისიდან გამოყვანა და ახალი ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა.
"ჩვენ ოჯახებით ვართ ახლოს, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს არის რეალობა. მინდა, რომ ამ საკითხს დღეს წერტილი დავუსვათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "20/30"-ში მასსა და კახა კალაძეს შორის დაპირისპირების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა. როგორც ხიდაშელმა განაცხადა, ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არანაირ ემბარგოზე საქართველოსთან მიმართებაში აღარ შეიძლება იყოს საუბარი.
9 წელი, გასამართლებული 320 000 ადამიანი და ჩვენი მოქალაქეებისთვის მილიარდობით მიყენებული ზარალი არის რეალობა და ამას მოთმინება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "20/30"-ში განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიღებული იქნა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონის პროექტი ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ.“
რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობებზეც საპარლამენტო თანამშრომლობის მექანიზმები უნდა დამუშავდეს.
პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი არ მიმაჩნია განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად, - ეს კომენტარი იუსტიციის მინისტრიმა, თეა წულუკიანმა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მიერ რუსული ტელეარხის ეთერში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.