"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტისას "ენტევესთან" ინტერვიუს დროს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და სააკაშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი ადამიანების იმ მთავრობაში დანიშვნა, რომელსაც საქართველო მეგობრად მიიჩნევს, აღმაშფოთებელია.
საქართველო დასავლური ტიპის დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად საჭიროა რომელიმე ორგანიზაციის წევრობა, - ეს კომენტარი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა , ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში "ენტევესთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.
გუშინ, ბაქოს სტადიონზე აზერბაიჯანელმა "გულშემატკივრებმა" საქართველოს დროშა დაწვეს... დღეს, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა უსუსტესი, არასახელმწიფოებრივი(!) განცხადება გააკეთა.
ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, იყო გარკვეული მცდელობები, ინტრიგები, რომ მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ჩამოეგდოთ დაძაბული ურთიერთობა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.
"პანიკის გარეშე, ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში საქართველოს დროშის დაწვას გარკვეული ჯგუფის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებად მიიჩნევს.
როგორც მასმედია გვამცნობს, დღეს, ნინო ბურჟანაძე მოსკოვს გაფრინდა. სააკაშვილი კი, რა ხანია ოდესის ოლქის ადმინისტრაციის მეთაურია (გუბერნატორი). საინტერესოა, რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, როგორი შედეგი ექნება ბურჯანაძის ვოიაჟს?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს სად განაგრძობს საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შემდეგ. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.
საჯარო სამსახურის რეფორმა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რითაც ეს ხელისუფლება დარჩება ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ისტორიაში, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რითაც საჯარო სამსახურის რეფორმის თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივას გამოეხმაურა.
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მაღალი დონის შეხვედრების გასამართად მოსკოვში გაემგზავრა. პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში გამგზავრების წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.