პოლიტიკა

გუშინ, რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, განაცხადა:"რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსფარანტების თუ ტრაფარეტების, რასაც დგამენ ჩვენს მიწაზე, უკან, ოფიციალური, საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრისკენ გადაწევა".

სრულად...

„ის, რაც ხდება, ამის გვერდის ავლა არაფრით არ გამოვა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთ – საქართველოს ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კრასინთან შეხვედრის წინ განაცხადა.

სრულად...

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია და ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მან სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ კიასტუტის იანკაუსკასს, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის და "ბრითიშ პეტროლიუმ"-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

სრულად...

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და წარუდგინეს ვიზუალური და ფოტომასალა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახალი ბანერების დამონტაჟების თაობაზე.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ვასილ ციბენკოსთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

სრულად...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი გადაიდო. ევროკავშირის ვებ-გვერდზე დონალდ ტუსკის დაგეგმილი ღონისძიებების განახლებული გრაფიკი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოში ვიზიტი აღარ ფიგურირებს.

სრულად...

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას გმობს, ოპოზიციას კი შეახსენებს, რომ ამ საკითხზე მთავრობა რეაგირებას ახდენს, ხოლო მისი თქმით,  თუ "ვისი შედეგია და რატომ ხდება, ოპოზიციამ თავის თავს მოკითხოს, უკეთესი იქნება". 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან დიალოგის რეჟიმი შენარჩუნდეს, რადგან, მისი თქმით,  "გაბუტულ მდგომარეობაში არ დგანან პასუხისმგებელი სახელმწიფოები".

სრულად...

რუსული საჯარისო დანაყოფების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტს დღეს ექნება შეხვედრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი