საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის ინფორმაციით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა არ იგეგმება. ამით კერესელიძე ვიცე პრემიერ კახა კალაძის მიერ გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ფორმატი, რომელიც რუსეთთან საქართველოს აქვს, ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები.
ევროკავშირის ლიდერებმა 17-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, საბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.
ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოწევენ საზღვარს თუ 20 მეტრით რუსები, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა, რაც ქვეყანაში დიდი ხანია ხდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გორის რაიონში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის კომენტირებისას განაცხადა.
რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატის ამოქმედებაზე ფიქრობს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
ზურაბ აბაშიძეს მიაჩნია, რომ შიდა ქართლში შესაძლოა სიტუაცია უკონტროლო გახდეს, რადგან ორივე მხარეს არსებობს იარაღის გარკვეული რაოდენობა. აბაშიძე ამბობს, რომ მას პრაღაში კარასინთან უმწვავესი საუბარი ექნება საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამეტის დირექტორი შალვა ენუქიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სოფელ ორჭოსანისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ადგილზე გაეცნენ.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლებას ნავთობსადენის გასწვრივ, შიდა ქართლში, იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსი ოკუპანტები ქართულ მიწებს იტაცებენ, პოლიციის ჩაყენებისკენ მოუწოდებს. "კმარა საგარეოს უღიმღამო კომენტარები!", - ასე ასათაურებს სოციალურ ქსელში თავის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.
საბერძნეთის საკითხისადმი მიძღვნილი ევროკავშირის სამიტი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ "ძალიან რთული მოლაპარაკებები" საბერძნეთისთვის ფინანსური მხარადაჭერის აღმოჩენის თაობაზე, გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
რუსეთისთვის ისტორიული აქტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ არის საბოლოო და უკან არ გაიწვევს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.