კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამჯერად შეზღუდვების სიაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის არიან ევრაზიული ახალგაზრდული კავშირისა და მოტოციკლეტისტთა კლუბ “ღამის მგლების” წევრები.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები უკრაინის დედაქალაქ კიევში, პარტიის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველ ფოტოს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე Facebook -ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი, წინამორბედის მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით შეირჩეს და ის დღევანდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი იყოს.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი იქნება რომ ოჯახის განმარტება, - როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, საკონსტიტუციო რანგში ავიდეს, ის ამის წინააღმდეგი არ არის.
ამასწინათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ მომავალი წლის ვარშავის ნატოს სამიტზე საქართველოსვის მაპ–ის მიცემის საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მომავალი 2016 წელი, ინგლისური ენის სწავლების წლად გამოაცხადა. ინგლისური ენის ცოდნა, მთელი რიგი საჯარო მოხელებიისთვის აუცილებელი მოთხოვნა იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბაქოში ვიზიტის დროს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოზე, რომელზეც ის რუსეთის პრეზიდენტისგან მოშორებით, ზურგშექცევით ზის, უსაფუძლო აჟიოტაჟი ატყდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის რეალობაში ბიძინა ივანიშვილის როლი ძალიან დიდია და ეს ბუნებრივიცაა, რადგან წლების განმავლობაში ვერც ერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, რათა ქვეყნისთვის სააკაშვილის რეჟიმი მოეშორებინა, ბიძინა ივანიშვილმა კი ეს შეძლო.
„პანკისის ხეობიდან „ისლამური სახელმწიფოს“ არმიაში სამსახურისთვის ადამიანების გადინება სახეზეა. ჯამში, საქართველოს ტერიტორიიდან, აჭარისა და პანკისის რეგიონებიდან ამ მიზნით 42 ადამიანი გავიდა“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, მტერი გაიმრავლა, იმის გამო, რომ მას პრინციპებიდან და ცხოვრების წესიდან გადახვევა არ ჩვევია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.