ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, "აღმოსავლეთ პარტნიორობის", ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ყოველწლიური დახმარება, 65 მილიონი ევრო 100 მილიონამდე გაზარდა.
რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” “ღია მმართველობის პარტნიორობის” ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, რამდენიმე ქვეყანაში მის სათვალთვალოდ საქართველოდან სუს-ის თანამშრომლები გაგზავნეს, რომელთაგან რამდენიმე მათგანი დააკავეს და საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს, ერთი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში მითვისებულ პრივატიზებულ ობიექტებს შორის "მადნეულს", ასახელებს.
ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლარის დევალვაციაციასა და მის მიერ დაწყებული პროექტების შესახებ გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას ტოომას ჰენდრიკ ილვესს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს და ესტონეთის დელეგაციებმა შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გამართეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები უნდა დატოვონ.
ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მის ბრალდებებთან დაკავშირებით ზვიად ჯანყარაშვილისა და გია უდესიანის წინააღმდეგ სოზარ სუბარი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე შეხვდნენ და მათთან შეთანხმება შეთავაზეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი მიიჩნევს, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა არაბულმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამის შესახებ ნათქვამია ირაკლი ტრიპოლსკის მიერ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, კობა არაბულის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაში.
მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის განცხადებას, რომლითაც ის დეპუტატებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებდა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.