საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს.
მიმაჩნია, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებული დავალებების გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად მზადაა, მაგრამ სასურველი იქნება, რომ მათი შეხვედრა არაფორმალურ გარემოში მოხდეს.
თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, რუსეთი ოკუპანტია. ჯანელიძის თქმით, მისი ანგარიშის დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნულ თემას დაეთმო. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის მთავრობის წევრების საქმიანობას ვერ შეაფასებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში მთავრობა არ არსებობს. ამის შესახებ ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სირცხვილია, ადამიანს, რომელსაც ქვეყანაში მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული, დააბრალო, რომ რაღაც შეღავათით სარგებლობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრმა უსაფუძვლო უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ხარვეზებია დევნილებისთვის ფართების გადაცემის პროცესში.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარდაცვლილი პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გათანაბრდება. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად არის და ის პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.
საქართველოს მთავრობა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელ ბინას შეუძენს. შესაბამისი პროცედურები გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის შემდეგ დაიწყება.
14 აპრილს საქართველოს დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები: მარტინ ლიდეგორდი, ბჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი ეწვევიან. აღნიშნული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.