დიახ, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ბ–ნი მარგველაშვილი ცდილობს საპრეზიდენტო ინსტიტუტის როლის გაზრდას სახელმწიფო მართველობის ვერტიკალში.
თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, მან ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სატელეფონო საუბრისას საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის არა გაუქმება, არამედ პროცედურის რამდენიმე დღით გადადება სთხოვა.
სადაც პრემიერ-მინისტრი არის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, იქ მინისტრი იქნება რიგითი წევრი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ საკოორდინაციო საბჭოების შექმნასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას.
საწყენია, როდესაც ვისმენთ, ჩემი აზრით, გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობი წევრების მისმართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მის პრეს-სამსახურს დავალება მისცა. მან მოუწოდა პრეს-სამსახურს, რომ არ განმეორდეს ისეთი შემთხვევა, რაც მის პრეს-კონფერენციაზე მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი გაზეთის ჟურნალისტებს არ მიეცათ საშუალება მისთვის შეკითხვები დაესვათ.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევა უჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპისა და დასავლეთისკენ მიისწრაფვის. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 85 % მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 9% არ უჭერს, ხოლო 6%-ს პასუხი არ აქვს კითხვაზე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში მთავრობის მეთაურმა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ლევან ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე რჩება. როგორც ლევან ყიფიანმა დღეს განაცხადა, მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ახალი შს მინისტრის პოლიტიკური ალღოთი კმაყოფილი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული 21 მარტის აქციის შეფასებისას განაცხადა.
უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა პროტოკოლი დაარღვია და მას სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ხელი არ ჩამოართვა. როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი ვალდებული იყო პირველივე შემხვედრი დეპუტატისთვის ხელი ჩამოერთვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.