ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავალში, ვიდრე წარსულში და საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული, გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნა, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ძალიან დიდი სურვილი გაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის წარმატებით გადაწყდეს, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა საქართველოს, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობენ. სამმხრივ ფორმატში ეს მარტინ ლიდეგორდის, გჟეგოჟ სხეტინასა და მარგოტ ვალსტრომის პირველი ერთობლივი ვიზიტია საქართველოში.
გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დღეს, მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფოს მეთაურისა და მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს პირისპირ შეხვედრა პაპის პირად ბიბლიოთეკაში გაიმართა.
"ნაციონალები" უჩა მამაცაშვილთან მიმართებაში აგიტმანქანას ამუშავებენ და ამოჩემებული ჰყავთ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა
მთავრობას კულისებიდან არ ვმართავ და თუ რამეს ვაკეთებ, მთელი საზოგადოების ინტერესებს ვიცავ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბიზნეს-ცენტრთან განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად ვატიკანს ეწვია. ქვეყნის პირველ პირს ჩამპინოს აეროპორტში წმინდა საყდრის სახელმწიფოს წარმომადგენლები ნუნციუსი ედმონ ფარა და მამა ოუენ ქინანი დახვდნენ.
10 აპრილიდან საქართველოსა და ბრაზილიის რესპუბლიკას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ძალაში შედის.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თვის ბოლოს აზერბაიჯანის დედაქალაქს ეწვევა. 2015 წლის 27-30 აპრილს ბაქოში გაიმართება ღია საზოგადოებათა მესამე საერთაშორისო ფორუმი, რომლის თემაც ,,ნდობის აღდგენა ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში” იქნება.
9 აპრილი არის სიმბოლო ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და სიყვარულისთვის ბრძოლის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელმაც რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.