ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და საზოგადოებას ახსენებს თუ როგორ დაუპირისპირდა იგი მმართველ გუნდს, პრეზიდენტად არჩევისთანავე. ივანიშვილის თქმით, ასეთი რამ მას მსოფლიო პოლიტიკის ისტორიიდანაც კი არ ახსენდება.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სამართლიანად თუ უსამართლოდ ვაკრიტიკებთ დღევანდელ ხელისუფლებას, დღეს საქართველოში ისეთი რეალობაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ივანიშვილი საქართველოს დატოვებს და უცხოეთში გადავა საცხოვრებლად
ჩემთვის ყველაზე მთავარია მოსახლეობის ინტერესები და მათი ბედი და არა ის, ვინ როგორ კითხულობს ჩემს გამონათქვამს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც, კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე "მთის კანონის“ განხილვას პარლამენტში.
ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვაზე დასწრების ვალდებულება ჰქონდა არა მარტო თავდაცვის მინისტრს, არამედ მთლიანად მთავრობის წევრებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.
ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ დაადასტურა, რომ ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო სიაში ჩასმა განიხილებოდა, თუმცა ის აღნიშნულის წინააღმდეგ წავიდა, ხოლო მისი მტკიცებით, გია უდესიანი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ ყოფილა.
კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ტრადიციულად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლის მიმართ პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმულ გუშინდელ შეფასებას ეხმაურებიან. როგორც არასამთავრობოებს მიაჩნიათ, "ასეთი შინაარსის განცხადებები ახდენს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის, ასევე სხვა სასამართლო ორგანოებისა და თვით აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაციას".
გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის სურვილის შესახებ ინფორმაციას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ ,,ალიასთან“ ინტერვიუში ადასტურებს. მისი თქმით, მარგველაშვილი არჩევნების შემდეგ პოსტიდან წასვლას მალევე აპირებდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას, ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა გადააფიქრებინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.