გუშინ, ვუყურე და ვუსმინე ბიძინა ივანიშვილს გადაცემაში 20/30, ორი ახალგაზრდა "ანალიტიკოსის თანხლებით"... რა შემიძლია ვთქვა? სამწუხაროდ, სანუგეშოს ვერაფერს ვიტყვი, მეტიც, მომეჩვენა (ნეტავ მეჩვენებოდეს!), რომ ბ–ნი ივანიშვილი "დროში აცდენილია" და ამას ვერ ხვდება...
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქალები არიან ძალიან აქტიური მეცნიერებაში, ხელოვნებაში. ის, რომ პოლიტიკაში ეს ჯერ ბოლომდე არ არის ასახული, ბუნებრივია, უნდა გამოსწორდეს". მისი თქმით, კარგი იქნება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ჩრდილოეთ ფლოტსა და დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილში სრული სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გასცა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში გუშინ მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამგვარი ძალადობისაგან საქართველო ვერ იხეირებს. ნორლანდის განცხადების ქართული თარგმანი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს აღმშენებლობაში საქართველოს ყველა მოქალაქის ჩართვის მოსურნეა. არჩევნებზე სწორი არჩევანის გაკეთება კი, მისი აზრით, მოქალაქეების მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში კარგად გარკვევას საჭიროებს და ამაში მისი გადაცემაც დაეხმარება.
ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანამ ახალი ტიპის უბედურება მიიღოს იმ შემთხვევაში თუ კი მოსახლეობა იმაზე მეტს მოითხოვს მთავრობისაგან, რაც მის რეალურ შესაძლებლობას აღემატება. ამის შესახებ მან GDS-ის ეთერში , ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას ისაუბრა.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დღეს ზუგდიდში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცველებს ინციდენტის დროულად გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი უნდა დაელაპარაკოს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გაბაშვილის განცხადებით, "ზუგდიდში ხელკეტებით შეიარაღებული გამგეობის თანამშრომლებისგან შემდგარი ბანდები შეუსიეს" "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეშფოთებას გამოხატავს მთავრობის ყოფილი წევრებისთვის დამატებითი ბრალის წაყენებისა და ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლის გამო და Facebook -ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განსაკუთრებულ ხაზგასმას გიგი უგულავას საქმეზე აკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.